11 თვის და 2 კვირის წინ
ბონუსები ფლიკის კონტრაქტში - გერმანელს მისია განუსაზღვრეს
ბონუსები ფლიკის კონტრაქტში - გერმანელს მისია განუსაზღვრეს

"ბარსელონას" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა კლუბთან კონტრაქტს ხელი დღეს მოაწერა. კლუბის სათაო ოფისი მან რამდენიმე საათის წინ დატოვა.

გერმანელი ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, 59 წლის სპეციალისტი შემადგენლობის დაგეგმვასა და საზაფხულო სამიზნეების შერჩევას ხვალიდან შეუდგება.

რაც შეეხება ფლიკის კონტრაქტის დეტალებს, მას ჟორდი ხილი გვატყობინებს.

წყაროს თანახმად, ჰანსის ანაზღაურებაზე "ბარსა" სეზონში 3 მილიონ ევროს დახარჯავს.

გამოცდილ სპეციალისტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში განისაზღვრა ორი ბონუსიც. ჩემპიონთა ლიგის მოგება ფლიკს დამატებით 1 მილიონ ევროს მოუტანს, ხოლო ლა ლიგის ჩემპიონობა - 750 ათასს.

ცხადია, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ახალ მესაჭეს მოტივაცია ისედაც არ აკლია, თუმცა მაინც საინტერესო გახლდათ ის, თუ როგორ "გადაითარგმნება" ჰანსის წარმატებები მის შემოსავალში.


Facebook კომენტარები