როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდს ჰანსი ფლიკი გაწვრთნის.
სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა გერმანელი სპეციალისტის პირველი ინტერვიუ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მესაჭის რანგში. გთავაზობთ ჰანსის მიერ გაკეთებულ განცხადებებს:
"გამარჯობა, კულეებო. ამ მოგზაურობის თქვენთან ერთად დაწყება ძალიან მინდა. თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ერთად ბევრი რამის მიღწევა შეგვეძლება. გაუმარჯოს "ბარსას!"
"ერთი სული მაქვს, თუ როდის შევუდგები მუშაობას ამ გასაოცარ კლუბში. რაც აქ მოვედი, თვალნათლივ ვხედავ, რომ ეს კლუბი ყველას უყვარს და ყველა მაქსიმუმს აკეთებს მისი წარმატებისთვის."
"ჩემი სათამაშო ფილოსოფია? აქცენტს ბურთის ფლობასა და შეტევაზე ვაკეთებ. ეს ასპექტები მნიშვნელოვნად მიმაჩნია და მათზე ვიმუშავებთ."
"ბარსას" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდული გუნდი ჰყავს. პირველ გუნდში ჩვენ გამოცდილი ფეხბურთელებისა და ნიჭიერი ახალგაზრდების კარგი მიქსი მივიღეთ."
"უნდა ვიმუშაოთ, რათა განვვითარდეთ. დეკუსთან და პრეზიდენტ ლაპორტასთან ერთად სწორედ ეს მიზანი გვამოძრავებს. გუნდურად მუშაობა ჩემთვის მნიშვნელოვანია. ამის ამ ხალხთან კეთებით მოხარული ვიქნები."
"ბაიერნში" ტიტულები მოვიგე და ამ გზის გაგრძელება "ბარსელონაშიც" მინდა. ერთად ბევრი რამის მიღწევა შეგვიძლია."
შეგახსენებთ, რომ 59 წლის სპეციალისტმა "ბლაუგრანასთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.