3 წლის და 1 თვის წინ
პრობლემებს ლა ლიგა შექმნის - მესის დაბრუნების სავარაუდო ფორმა
პრობლემებს ლა ლიგა შექმნის - მესის დაბრუნების სავარაუდო ფორმა

ლეო მესის "ბარსელონაში" დაბრუნება ნაკლებსავარაუდოა, - წერს Mundo Deportivo.

კატალონიური გამოცემის ინფორმაციით, არგენტინელი მეგავარსკვლავის ლა ლიგაში დარეგისტრირება დიდ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. ფინანსური ფეარ-პლეის რეგულაციები "ბლაუგრანას" მესის დარეგისტრირებაში ხელს შეუშლის.

მესიმ თავისი ხელფასი რადიკალურადაც რომ შეიმციროს, ლა ლიგა "ბარსასთვის" ბარიერებს მაინც წარმოქმნის, რადგან "ლა პულგას" ახალი ხელფასი იმ ანაზღაურებასთან შედარდება, რომელსაც იგი "პარი სენ ჟერმენში" იღებდა.

გაცილებით უფრო სავარაუდოა, რომ "კამპ ნოუზე" 35 წლის ფეხბურთელის საპატივსაცემო მატჩი გაიმართოს. ჟოან ლაპორტასა და ხორხე მესის ამის თაობაზე პირველი მოლაპარაკებები უკვე ჰქონდათ.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ლეოს ანგარიშზე 18 გოლი და 16 ასისტია. ზაფხულში იგი თავისუფალი აგენტი ხდება.



Facebook კომენტარები