5 თვის და 4 კვირის წინ
გიუნდოგანს მსურველი გამოუჩნდა - ვინ დაადგა თვალი ილქაის
გიუნდოგანს მსურველი გამოუჩნდა - ვინ დაადგა თვალი ილქაის

როგორც ირკვევა, "ბარსელონას" 33 წლის ნახევარმცველს, ილქაი გიუნდოგანს საკმაოდ საინტერესო მსურველი გამოუჩნდა.

Ajansspor-ის ინფორმაციით, გერმანელს თვალი სტამბოლის "გალათასარაიმ" დაადგა.

"გალას" პრეზიდენტს, დურსუნ ოზბექს ილქაის აგენტთან უნდა შეხვედრა, რათა ფეხბურთელის ტრანსფერის განხორციელების შანსები განიხილოს.

ცხადია, "ლომებს" "ბლაუგრანასთან" მოუწევთ მოლაპარაკებები, რადგან გიუნდოგანს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევროა.

მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ნაკლებსავარაუდოა, ილქაიმ გუნდის ახლა შეცვლაზე იფიქროს, რამეთუ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცის თანამდებობა მისმა ძველმა ნაცნობმა, ჰანსი ფლიკმა დაიკავა. გარდა ამისა, გიუნდოგანს ძალიან მოსწონს ბარსელონა და საცხოვრებლის კიდევ ერთხელ შეცვლა არ უნდა უნდოდეს.

გასულ სეზონში გერმანელმა 5 გოლითა და 14 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.


Facebook კომენტარები