Diario SPORT-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტის" ინგლისელმა ნახევარმცველმა, კალვინ ფილიპსმა საკუთარი თავი "ბარსელონას" შესთავაზა.
"ქალაქელებმა" 28 წლის შუახაზელი შეიძლება 30 მილიონ ევროდ გაყიდონ ან მის განათხოვრებასაც დათანხმდნენ.
წყაროს თანახმად, "ბლაუგრანა" ფილიპსს ძალიან აფასებს. მასთან კლუბი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობის დროს იყო ახლოს, ტრანსფერს თავად ჩავი ერნანდესიც იწონებდა.
ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიცია ექნება კალვინთან მიმართებაში ჰანსი ფლიკს. ერთადერთი, რისი დარწმუნებით თქმაც შეგვიძლია, ისაა, რომ ინგლისელი საყრდენი "ბარსას" პრიორიტეტული სამიზნე ვერ იქნება, რადგან კლუბს იოზუა კიმიხი მოსწონს.
გასული სეზონის მეორე ნახევარი ფილიპსმა იჯარის წესით "ვესტ ჰემში" გაატარა.
გამოცდილმა ნახევარმცველმა წინა სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში თავი 1 გოლით გამოიჩინა.