1 წლის და 7 თვის წინ
ქაოსი კაპიტნის თავს - რა ელის რობერტოს
ქაოსი კაპიტნის თავს - რა ელის რობერტოს
ავტორი
Aa

Mundo Deportivo-ს ცნობით, სერხი რობერტომ შესაძლოა უკვე ითამაშა თავისი ბოლო მატჩი "ბარსელონას" მაისურით.

როდესაც მთავარი მწვრთნელი ჩავი იყო, ეს უკანასკნელი კაპიტნის კონტრაქტის გახანგრძლივებას მხარს მტკიცედ უჭერდა. მას სჯეროდა, რომ გუნდს სარგებელს მოუტანდა გამოცდილი ფეხბურთელის ყოლა, რომელიც მზად არის შეასრულოს ნებისმიერი როლი საჭიროების შემთხვევაში.

ამბობენ, რომ კლუბის საბჭოსაც ასევე სურს ვეტერანის კლუბში დარჩენა, მაგრამ ახლა მისი მომავლის გადაწყვეტა მთლიანად მათზე არ არის დამოკიდებული. რამდენიმე წყაროს ცნობით, პრობლემა რობერტოსთვის ახალი კონტრაქტის დარეგისტრირებაშია. როგორც ჩანს, კაპიტნის გარდა გავიმ, ვიტორ როკემ, ინიგო მარტინესმა და ალეხანდრო ბალდემ, ყველამ უნდა დაარეგისტრირონ კონტრაქტები ლა ლიგასთან 2024 წლის ზაფხულს.

მოვლენების დალაგება შესაძლოა აგვისტომდე გაიწელოს, თუმცა ამ შემთხვევაშიც არ არსებობს გარანტია, რომ კლუბი ყველას დარეგისტრირდებას მოახერხებს, ხოლო შანსი იმისა, რომ "ბარსელონა" პრიორიტეტს ახალგაზრდებზე გააკეთებს ძალიან დიდია, რაც ნიშნავს იმას, რომ ახლა რობერტომ უნდა გადაწყვიტოს, გარისკოს და დაელოდოს გუნდს, თუ უკვე ახალი კლუბის ძებნას შეუდგეს.


Facebook კომენტარები