გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონამ" ბოლო დროს, ქარიმ ადეიემის დამატებისთვის მოლაპარაკებების დაწყება გადაწყვიტა.
ადეიემის აგენტებმა არა მხოლოდ შესთავაზეს ფეხბურთელი "ბარსას", არამედ შეხვდნენ კიდეც კლუბის წარმომადგენლებს, რომლებმაც აცნობეს მათ ინტერესის შესახებ და რომ დიდი ხანია აკვირდებოდნენ ფეხბურთელის განვითარებას.
ერთადერთი პრობლემა, რაც მათ აწუხებთ, ეს ქარიმის ფასია, რომელსაც დორტმუნდის "ბორუსია" ითხოვს. Transfermarkt-ის მონაცემებით, 22 წლის ვინგერის სატრანსფერო ღირებულება 28 მილიონი ევროა, თუმცა, როგორც ჩანს, "ყვითლები" გერმანელის სანაცვლოდ გაცილებით მეტს ითხოვენ.
რაც შეეხება მოთამაშის პოზიციას, თავად ადეიემი ბუნდესლიგაში დარჩენას "ბარსაში" თამაშს ამჯობინებს. ცნობისთვის მის ანგარიშზე 2023/24 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 მატჩში 5 გოლი და 2 ასისტია.