5 თვის და 3 კვირის წინ
მომაკვდინებელი დუეტი - ვინ უნდა მოუყვანოს "ბარსამ" იამალს
მომაკვდინებელი დუეტი - ვინ უნდა მოუყვანოს "ბარსამ" იამალს

"ბარსელონა" ბილბაოს "ატლეტიკის" შემტევს, ნიკო უილიამსს არ ეშვება, - იტყობინება Relevo-ს ჟურნალისტი, ალექს პინტანელი.

კატალონიელები გეგმავენ, რომ მომდევნო სეზონში შეტევის ფლანგებზე მომაკვდინებელი დუეტი შექმნან, ნიკო უილიამსისა და ლამინე იამალის პარტნიორობის სახით.

სანამ ჩავი ერნანდესს მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლებდნენ, მასთან ეს უკვე შეთანხმებული იყო. როგორც ჩანს, "მაესტროს" პოზიციას იზიარებს მისი შემცვლელი, ჰანსი ფლიკიც.

აღსანიშნავია, რომ ლამინი და ნიკო ესპანეთის ნაკრებში ყოფნისას ძალიან დაახლოვდნენ. მათი მეგობრობა ტრანსფერის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი უნდა იყოს.

ბასკური გუნდის შემტევის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა.

21 წლის შემტევმა გასულ სეზონში 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 8 გოლი და გააკეთა 17 საგოლე გადაცემა.


Facebook კომენტარები