1 წლის და 7 თვის წინ
რაფინიაში 100 მილიონ ევროს იხდიან
რაფინიაში 100 მილიონ ევროს იხდიან

საუდის არაბეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი გრანდი ყველაფერს აკეთებს, რათა რაფინია შეიძინოს, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, როხერ ტორელო.

წყაროს თანახმად, არაბები მზად არიან, რომ "ბარსელონას" 100 მილიონი ევრო გადაუხადონ, ხოლო 27 წლის შემტევს ხელფასი გაუორმაგონ.

თავად რაფინიას არაბეთში თამაში არ უნდა. ის და მისი ოჯახი ბარსელონაში თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" 11-იანს განზრახული აქვს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ჰანსი ფლიკს გაესაუბროს. ცხადია, ბრაზილიელ გარემარბს აინტერესებს, შედის თუ არა იგი ახალი მთავარი მწვრთნელის გეგმებში.

რაც შეეხება კლუბის პოზიციას, ზაფხულში "ბარსას" აუცილებლად დასჭირდება ერთ-ერთი ძვირადღირებული მოთამაშის გაყიდვა და შანსი იმისა, რომ ეს მოთამაშე რაფინია იყოს, საკმაოდ დიდია.

გასულ სეზონში ჩატარებულ 37 მატჩში ბრაზილიელმა 10 გოლი და 13 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები