1 წლის და 7 თვის წინ
ანჩელოტი ჩავიზე: "ეს მეც არაერთხელ შემთხვევია"
ანჩელოტი ჩავიზე: "ეს მეც არაერთხელ შემთხვევია"
ავტორი
Aa

"როდესაც კლუბსა და მწვრთნელს შორის კარგი ურთიერთობა არ არის, დაშორება საუკეთესო გამოსავალია", - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ, როდესაც ჰკითხეს ჩავის მიერ "ბარსელონას" დატოვების შესახებ. 

"ეს ჩემს თავსაც არაერთხელ მომხდარა. მსგავი შემემთხვა "ნაპოლიში", მიუნხენის "ბაიერნში", "ჩელსიში"... ასეთ მომენტში ჯობს კლუბი დატოვო და ვფიქრობ, ეს ჩავისთვის კარგი გადაწყვეტილებაა, იმავე შემიძლია ვთქვა კლუბზეც." დაამატა კარლომ. 

ანჩელოტი ყოველთვის გამოხატავდა პერსონალურ მხარდაჭერას ჩავის მიმართ მაშინაც კი, როდესაც რთული დრო იდგა როგორც "ბარსელონასთვის", ასევე მათი ლეგენდისთვის. 

გავრცელებული ინფორმაციით, ჩავისა და ლაპორტას შორის ურთიერთობა სეზონის ბოლო კვირებში მართლაც გაუარესდა. პრეზიდენტს არ მოეწონა ჩავის ზოგიერთი საჯარო განცხადება და გადაწყვიტა მოულოდნელი სვლა გაეკეთებინა და მის ნაცვლად კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ჰანსი ფლიკი დაენიშნა.


Facebook კომენტარები