1 წლის და 1 თვის წინ
ფლიკი გამოცდით იწყებს - ვის შეხვდება ჰანსის "ბარსა" პირველ მატჩში
ფლიკი გამოცდით იწყებს - ვის შეხვდება ჰანსის "ბარსა" პირველ მატჩში

ჰანსი ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის რანგში თავის პირველ მატჩს 30 ივლისს ჩაატარებს, მისი მეტოქე კი "მანჩესტერ სიტი" იქნება.

ამერიკულ ტურნეს კატალონიური გრანდი სწორედ "ქალაქელებთან" ჯახით იწყებს. ამის შემდეგ დაგეგმილია ამხანაგური მატჩები მადრიდის "რეალისა" და "მილანის" წინააღმდეგ.

აგვისტოს შუა რიცხვებში "ბლაუგრანა" გამპერის თასისთვისაც იბრძოლებს, თუმცა ჯერ არც მეტოქეა ცნობილი და არც ზუსტი თარიღი.

ისევ "სიტისთან" შეხვედრაზე ვთქვათ, რომ სამწვრთნელო კარიერაში ფლიკისა და გვარდიოლას გზები არასდროს გადაკვეთილა. გერმანელისა და ესპანელის გუნდები ერთმანეთს არც ოფიციალურ მატჩებში შერკინებიან და არც ამხანაგურში.

ცხადია, ამ ორი სპეციალისტის დაპირისპირების ხილვა ძალიან საინტერესო იქნება.

აქვე შეგახსენებთ, რომ გვარდიოლასა და ფლიკს ისტორიული მიღწევა აერთიანებთ - სექსტუპლი (წელიწადში 6 ტიტული) სხვა არცერთ მწვრთნელს არ შეუსრულებია.


Facebook კომენტარები