ჰანსი ფლიკმა "ბარსელონას" ხელმძღვანელობას 4 ხელშეუხებელი ფეხბურთელი დაუსახელა, - იუწყება ჟურნალისტი დიეგო ტორეს რომანო.
წყაროს თანახმად, გერმანელმა სპეციალისტმა ასეთი სტატუსი პედრი გონსალესს, ლამინ იამალს, რონალდ არაუხოსა და ფრენკი დე იონგს მიანიჭა. მას არც პაბლო გავი უხსენებია, არც პაუ კუბარსი.
ფლიკი ძალიან კარგად იაზრებს, რომ იმისათვის, რათა "ბლაუგრანა" გრანდებისთვის ანგარიშგასაწევი ძალა იყოს, საკუთარი მოთამაშეები სხვა ტოპ კლუბებს არ უნდა მიყიდოს.
დიეგო რომანო კიდევ ერთ საინტერესო რამეს შენიშნავს. მისი თქმით, 59 წლის სპეციალისტი პედრის უფრო დიდი ტალანტის ფეხბურთელად მიიჩნევს, ვიდრე ჯამალ მუსიალას. "ბაიერნის" ვარსკვლავი სწორედ ფლიკის ხელში ამობრწყინდა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია რობერტ ლევანდოვსკიც. Marca-ს ინფორმაციით, ფლიკს სჯერა, რომ პოლონელი თავდამსხმელისგან მაქსიმუმს მიიღებს.
როგორც ხედავთ, ფლიკი "ბარსელონას" არსებულ შემადგენლობაში უდიდეს პოტენციალს ხედავს.