გერმანული BILD-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" მიუნხენის "ბაიერნის" 30 წლის ნახევარმცველით, იოზუა კიმიხით ინტერესდება.
"ბარსელონას" ქომაგთათვის ეს ცნობა იმიტომ გახლავთ საინტერესო, რომ გერმანელ შუახაზელს კლუბში პრიორიტეტულ სამიზნედ განიხილავენ. მის ტრანსფერს ითხოვს გუნდის ახალი მესაჭე, ჰანსი ფლიკიც.
სატრანსფერო ბრძოლაში ფინანსური უპირატესობა "სამეფო კლუბის" მხარესაა. როგორც მოგეხსენებათ, ტონი კროოსმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა, მისი ჩამნაცვლების მოსაძებნად კი "თეთრები" სახსრებს არ დაზოგავენ.
ზოგიერთი წყაროს მიხედვით, "ბარსას" ერთი შეთავაზება კიმიხმა უკვე უარყო, რაც კატალონიელთა მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
იოზუას "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე აკავშირებს. მის ღირებულებად 40-50 მილიონი ევრო განიხილება.
გასულ სეზონში ჩატარებულ 43 მატჩში კიმიხმა თავი 2 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.