5 თვის და 3 კვირის წინ
მოურინიოს "ფენერბახჩეს" "ბარსას" ვარსკვლავი მოუნდა
მოურინიოს "ფენერბახჩეს" "ბარსას" ვარსკვლავი მოუნდა

თურქი ჟურნალისტი ერტან სუზგუნი ირწმუნება, რომ სტამბოლის "ფენერბახჩემ" თვალი "ბარსელონას" ცენტრფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის დაადგა.

წყაროს თანახმად, ტრანსფერის განხორციელების შანსი დიდი არაა. მიუხედავად ამისა, "ფენერის" პრეზიდენტი, ალი კოჩი, მზადაა, რომ პოლონელ თავდამსხმელს სასურველი პირობები შესთავაზოს.

გუშინ გაირკვა, რომ სტამბოლელთა მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ჟოზე მოურინიო დაიკავებს. ცხადია, "განსაკუთრებული" კლუბის ხელმძღვანელობისგან ვარსკვლავურ ტრანსფერებს მოითხოვს.

ლევანდოვსკის "ბარსადან" შესაძლო წასვლაზე ესპანურ პრესაში ხშირად წერდნენ, მაგრამ ჰანსი ფლიკის მოსვლამ ყველაფერი შეცვალა. 35 წლის ცხრიანი გერმანელი სპეციალისტის ერთ-ერთი უმთავრესი დასაყრდენი იქნება, ამიტომ რობერტს მომდევნო სეზონშიც "ბარსაში" უნდა ველოდოთ.

"ლურჯ-ბროწეულისფრებთან" მოქმედი კონტრაქტი რობერტს 2026 წლის ივლისამდე აკავშირებს.

გასულ სეზონში ჩატარებულ 49 მატჩში პოლონელმა 26 გოლი და 9 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები