მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველს, იოზუა კიმიხსს პრესკონფერენციაზე შეკითხვა თავისი მომავლის შესახებ დაუსვეს.
"ჩემი მომავალი? ეს არა მხოლოდ ჩემზე, არამედ "ბაიერნზეცაა" დამოკიდებული.
სიტუაცია ჩემთვის ძალიან ნათელია. კონტრაქტით კიდევ ერთი წელი მაქვს დარჩენილი. ევროპის ჩემპიონატზე ვარ ფოკუსირებული. დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ მოლაპარაკებები შედგება.
ჩემი პირველი კონტაქტი "ბაიერნია", - თქვა "ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნემ.
მოარული ხმების თანახმად, "ბლაუგრანას" ახალმა მესაჭე ჰანსი ფლიკმა კლუბის ხელმძღვანელობას გამოცდილი შუახაზელის შეძენა სთხოვა. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პირველი შეთავაზება იოზუამ უარით გაისტუმრა, მაგრამ კატალონიელები ბედს კიდევ ცდიან.
კიმიხი იმყოფება მადრიდის "რეალის" რადარზეც.
შეგახსენებთ, რომ გამოცდილ ფეხბურთელს ბავარიულ გრანდთან კონტრაქტი 2025 წლის ივლისში ეწურება.