3 წლის და 1 თვის წინ
ვიტორ როქე: “ბარსელონა არის კლუბი, რომელიც ამას აკეთებს”
ვიტორ როქე: “ბარსელონა არის კლუბი, რომელიც ამას აკეთებს”

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” “ატლეტიკ პარანაენსეს” ახალგაზრდა ფეხბურთელის, ვიტორ როქეს შეძენით აქტიურად ინტერესდება.

18 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მის მომავალზე ისაუბრა:

“ვცდილობ, ატლეტიკოში მაქსიმუმი გავიღო. ვიცი, რომ ბარსელონა დაინტერესებულია და სხვა კლუბებიც. მაგრამ მინდა აქცენტი ამ კლუბზე გავაკეთო, კონტრაქტი 2027 წლამდე მაკავშირებს. აქ მაქსიმუმ ვაკეთებ და ვინ იცის, კარგია თუ არა ეს ატლეტიკოსთვის, ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის. 

ბარსელონა არის უზარმაზარი კლუბი, რომელშიც თამაშზე ყველა ბავშვი ოცნებობს. არა მარტო ბარსელონაში, ევროპულ კლუბებშიც. ყველა ბავშვს აქვს ეს ოცნება. მაგრამ ბარსა არის კლუბი, რომელიც ყოველთვის აძლევს ახალგაზრდებს შანსს, ეს სულ სხვა საკითხია.” - განაცხადა როქემ.

ცნობისთვის, ვიტორის ტრანსფერი “ბარსელონას” დაახლოებით 25/30 მილიონი ევრო დაუჯდება.


Facebook კომენტარები