2 წლის და 3 თვის წინ
"ბარსას" ბრუნო დაუკავშირეს - რამდენად რეალურია ტრანსფერი
ავტორი
Aa
პორტუგალიური O Jogo-ს ცნობით, "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი ნახევარმცველით, ბრუნო ფერნანდეშით დაინტერესდა.
"ლურჯ-ბროწეულისფრებს" 29 წლის ვარსკვლავის ბანაკთანაც ჰქონდათ კონტაქტი.
ამ ცნობის გაჟღერებიდან მალევე, Mundo Deportivo-მ დაწერა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, "ბლაუგრანას" მიერ "წითელი ეშმაკების" ლიდერის შეძენა გამორიცხული გახლავთ.
როგორც ჩანს, "ბარსას" ინტერესი ინტერესადვე დარჩება.
"ემიუს" რვიანს მანჩესტერულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე ის 70 მილიონ ევროდაა შეფასებული.
გასულ სეზონში ჩატარებულ 48 მატჩში ბრუნომ 15 გოლი და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
10 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
11 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
11 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
11 თვის და 4 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი