Diario Sport-ის ცნობით, ჰანსი ფლიკს ჟოაო ფელიქსის გუნდში დატოვება სურს, რასაც მმართველი საბჭოც მხარს უჭერს.
პორტუგალიელს ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ "ბარსელონაში" დარჩება და ამის შესახებ "ატლეტიკოს" უკვე აცნობა. ის სხვა ვარიანტებს არ ეძებს.
გავრცელებული ინფორმაციით, "ატლეტიკო" უკვე სიტყვიერად დათანხმდა ფელიქსის კატალონიაში საბოლოოდ წასვლას. ახალი საიჯარო ხელშეკრულება გაიმეორებს 2023/24 წლების სეზონის ფორმულას: მშრალი იჯარა, გამოსყიდვის პუნქტის გარეშე.
პრობლემა არის ის, რომ "ბარსას" ხელშეკრულების დასრულებამდე ხელფასის ლიმიტის კორექტირება მოუწევს. თუმცა, დიეგო სიმეონეს მხარეც და ჟოაოც მზად არიან დაელოდონ "ბლაუგრანას" ფინანსური პრობლემების მოგვარებას.
შეგახსენებთ, რომ ფორვარდმა 2023/24 წლების სეზონში კატალონიელთა შემადგენლობაში ლა ლიგის 30 მატჩში 7 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.