"ბარსელონას" საკუთრებაში მყოფმა 21 წლის თავდამსხმხელმა, ანსუ ფატიმ Mundo Deportivo-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც არა მხოლოდ თავისი მომავლის, არამედ სხვა საკითხების შესახებაც ისაუბრა.
გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ამონარიდებს აღნიშნული ინტერვიუდან:
"ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ანსუ ყოველთვის ტრავმირებულია, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობ. სავარჯიშო დარბაზში დიდ დროს ვატარებ. "ბარსელონაში" წარმატების მიღწევა მინდა."
"ქრონიკული ტრავმიანობა? ორი წელი დაზიანების გარეშე გავატარე. შემდეგ მცირე ტრავმა მქონდა. ის ფაქტი, რომ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ მაქვს, საქმეს ართულებს. ახლა 100%-ით მზად ვარ. ბევრს ვშრომობ, რადგან ვფიქრობ, რომ განვითარების სივრცე მუდამ არსებობს."
"განახლებული "კამპ ნოუს" ისტორიაში პირველი გოლის გატანა მინდა. მსურს ვაჩვენო, რომ გუნდის დახმარება შემიძლია."
"ლამინ იამალს მწვერვალზე ასვლის პოტენციალი აქვს. ის უკვე დგას ამ გზაზე, მაგრამ უნდა მოვუაროთ და მივცეთ ყველაფერი, რაც სჭირდება. ლამინი უნდა დავიცვათ. თუ რაიმე არ გამოუვა, უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მხარში ვუდგავართ."
"ბარსელონაში" 10 წლის ასაკში მოვედი და ამის მერე სულ ერთი მიზანი მამოძრავებდა: წარმატების ამ გუნდში მიღწევა."
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ესპანელი ფორვარდი "ბრაიტონში" იყო განათხოვრებული. "თოლიებმა" იგი არ გამოისყიდეს, ახლა კი "სევილიასა" და "ვალენსიას" სამიზნედ მიიჩნევა. დიდი ალბათობით, ანსუ პრესეზონს "ბარსელონაში" გაივლის, ჰანსი ფლიკი კი თავის გადაწყვეტილებას სწორედ ამის შემდეგ მიიღებს.