მიკაილ ფაიე "ბარსელონადან" წასვლაზე ფიქრობს, - იუწყება Mundo Deportivo.
19 წლის ცენტრალური მცველი "ბლაუგრანამ" ხორვატული "კუსტოჟიადან" სულ 2 მილიონ ევროდ შეიძინა, იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე კი უკვე 9 მილიონი ევროს ღირებულების წინადადებებს ისტუმრებდა უარით.
ახალგაზრდელი სენეგალელის ფიქრებს ორი რამ განაპირობებს. პირველი ის, რომ ძირითად გუნდში დებიუტი მას ჯერ კიდევ არ ჰქონია. მეორე ფაქტორი კი დაინტერესებული კლუბების სიაა.
მოარული ხმების თანახმად, ფაიესადმი ინტერესი "არსენალმა", "ლივერპულმა", "მილანმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამოხატეს. ბრძოლაში დაწინაურებულებად "მეთოფეები" მიიჩნევიან.
ფაიე ახლა სენეგალის ეროვნული გუნდის შეკრებაზეა და მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ამის შემდეგ მას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ექნება მისაღები.
გასულ სეზონში მიკაილმა "ბარსელონა ატლეტიკის" ღირსება 33 შეხვედრაში დაიცვა და 4 გოლი გაიტანა.