5 თვის და 3 კვირის წინ
"ბარსა" საჭიროზე მეტ თანხას იხდის - ნიკოს შეძენის გეგმა
"ბარსა" საჭიროზე მეტ თანხას იხდის - ნიკოს შეძენის გეგმა

"ბარსელონამ" ნიკო უილიამსის გარემოცვას შეატყობინა, რომ მარცხენა გარემარბის პოზიციის გასაძლიერებლად კლუბმა სწორედ "ატლეტიკის" ვარსკვლავი შეარჩია, - იუწყება SPORT.

21 წლის შემტევის გამოსასყიდი თანხა 50-დან 60 მილიონ ევრომდე მერყეობს.

როგორც ირკვევა, "ბლაუგრანა" მზადაა, რომ ბასკურ კლუბს იმაზე დიდი თანხა გადაუხადოს, ვიდრე 60 მილიონია. ამის სანაცვლოდ, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ბასკებს სთხოვენ, ამ თანხის ნაწილ-ნაწილ მიღებას დასთანხმდნენ.

მაშასადამე, კატალონიელები საჭიროზე მეტ ფულს კი გაიღებენ, თუმცა დროს მოიგებენ, რათა კლუბის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას დაელოდნონ და ნიკოს სრული ღირებულება მოგვიანებით დაფარონ.

უილიამსმა უკვე იცის "ბარსელონას" ინტერესის შესახებ.

"ბილბაოს" ვარსკვლავმა გასულ სეზონში 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 8 გოლი და გააკეთა 17 საგოლე გადაცემა.


Facebook კომენტარები