3 წლის და 1 თვის წინ
გაირკვა! - რომელი შემტევი ფეხბურთელი დატოვებს “ბარსელონას”
გაირკვა! - რომელი შემტევი ფეხბურთელი დატოვებს “ბარსელონას”

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” საკმაოდ ბევრი მაღალი დონის შემტევი ჰყავს.

მიმდინარე სეზონში, რობერტ ლევანდოვსკი “ბაიერნიდან” წამოსვლის შემდეგ ჩინებულად გამოიყურება, ბრაზილიელი გარემარბი, რაფინია ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება, ფრანგი უსმან დემბელე კი თავისი კატალონიური კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს.

გავლენიანი ესპანური გამოცემა, Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” დატოვების ყველაზე დიდი შანსი ანსუ ფატის და ფერან ტორესს აქვთ.

კლუბი დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალ თავდამსხმელს შეიძენს, რის გამოც მინიმუმ 1 ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს.

იქიდან გამომდინარე, რომ ჟოან ლაპორტამ არაერთხელ განაცხადა ანსუ ფატის ნდობის შესახებ, “ბლაუგრანას” დატოვების ყველაზე დიდი შანსი ფერან ტორესს აქვს.


Facebook კომენტარები