2 წლის და 5 თვის წინ
ცნობილია: ვისით უნდოდა ჩავის ლევანდოვსკის შეცვლა
ავტორი
Aa
ჩავისა და რობერტ ლევანდოვსკის ურთიერთობა კარგად არ დასრულებულა, - წერს Sport.
"ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი მესაჭე პოლონეთის საქმისადმი დამოკიდებულებით უკმაყოფილებას არ გამოხატავდა, თუმცა ხელმძღვანელობას მის ზაფხულში გაყიდვას სთხოვდა.
როგორც ჩანს, "მაესტროს" შეგულებული ჰყავდა 35 წლის ცენტრფორვარდის შემცვლელიც.
წყაროს თანახმად, ჩავის ლევანდოვსკის გაყიდვა და აღებული თანხით "ჟირონას" უკრაინელი შემტევის, არტიომ დოვბიკის მოყვანა სურდა.
კატალონიური გუნდის ლიდერის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევროა, რაც "ბარსას" ამოცანას შესამჩნევად გაუადვილებდა.
26 წლის უკრაინელი გასულ სეზონში ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 36 მატჩში მან 24 გოლი და 8 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი