logo

"ღამის სამ საათზე რონალდინიომ დამირეკა" - ინიესტას მოგონება

"ღამის სამ საათზე რონალდინიომ დამირეკა" - ინიესტას მოგონება

"ბარსელონას" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში გაიხსენა შემთხვევა, რომელიც მას სამუდამოდ დაამახსოვრდა.

"კლასიკომდე" რამდენიმე დღით ადრე, რონალდინიომ შუაღამისას დამირეკა.

ზარს ვუპასუხე და მან მითხრა: "ანდრეს, ვიცი, რომ ღამის 3 საათია, მაგრამ რაღაც უნდა გაგიმხილო. ივნისში "ბარსადან" წავალ. ჩემმა ძმამ "რეალთან" უკვე დადო შეთანხმება. შემოთავაზებულ თანხაზე უარს ვერ ვიტყოდი. შენ ახალგაზრდა ხარ და გამიგებ, მაგრამ გთხოვ, გასახდელში ეს არავის უთხრა. არ მიღალატო, შენ ყველაზე მეტად გენდობი, ღამე მშვიდობისა!"

გაუჩომ ხმის ამოღების დროც არ მომცა.

მომდევნო დღეს, ვარჯიშზე, ვიგრძენი, რომ გარშემო უხერხულობის შეგრძნება იყო გამეფებული. მთელი გუნდი გაჩუმებულიყო და დინიოს ისე ექცეოდნენ, როგორც არასდროს.

როცა "კლასიკოს" დრო დადგა, "სანტიაგო ბერნაბეუს" გასახდელში მან გვითხრა: "ბიჭებო, წინ უმნიშვნელოვანესი თამაში გველის, ისინი ძლიერები არიან, მაგრამ ბოლო დღეებში მივხვდი, რომ ჩვენ ერთი ოჯახივით ვართ. იმ ღამით ყველა თქვენგანს დავურეკე, მაგრამ არცერთმა არ გამცა. გავიაზრე, რომ ჩვენ გვირჩევნია მარტო დავიტანჯოთ, ვიდრე ერთურთს ვუღალატოთ. აქ ძალიან დიდხანს დავრჩები, ახლა კი გავიდეთ მოედანზე და "რეალის" ფეხბურთელებს გაკვეთილი ჩავუტაროთ." - წერს ინიესტა.

ბრაზილიელის ამ სიტყვებმა "ლურჯ-ბროწეულისფერი" დამატებითი ძალებით აავსო. მათ "ბლანკოსი" თავისივე მოედანზე გაანადგურეს, ანგარიშით 0:3, ხოლო რონალდინიომ დუბლი შეასრულა.

4 თვის წინ
917 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 795
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ