1 წლის და 6 თვის წინ
ლაპორტა: "მბაპე "რეალში"? მე ეს მირჩევნია"
ლაპორტა: "მბაპე "რეალში"? მე ეს მირჩევნია"
ავტორი
Aa

"კილიან მბაპე მადრიდის "რეალში"? მე ჩვენს სპორტული ფილოსოფიას ვამჯობინებ." - განუცხადა "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ Barca One-ს.

„რა თქმა უნდა, გუნდის აშენება ძალიან კარგია, თუმცა გუნდის "ლა მასიიდან" წამოსული მოთამაშეებით ჩამოყალიბება საუკეთესოა."

"პატივს ვცემ იმას, რასაც მეტოქეები აკეთებენ, მაგრამ მე ვიცავ ჩვენს ფილოსოფიას", დასძინა ლაპორტამ.

როგორც ჩანს, ლაპორტა უარს ამბობს თანამედროვე ფეხბურთის ფაქტების მიღებაზე. დიდი გუნდები, როგორებიც მადრიდი "რეალი", "მანჩესტერ სიტი" და სხვები არიან, აგრძელებენ წარმატების მიღწევას, რადგან მათ პრიორიტეტად, აკადემიის ფეხბურთელების გარდა, ტოპ მოთამაშეების მოზიდვა აქვთ მიჩნეული.

კლუბის ამჟამინდელი რეალობის გათვალისწინებით კი, "ბლაუგრანა" ყველაზე დიდ იმედს სწორედ აკადემიის მოთამაშეებზე ამყარებს. რამდენად საკმარისი იქნება ეს ყველაფერი კატალონიელთა საკმაოდ ამბიციური გულშემატკივრისთვის რთული სათქმელია, თუმცა ფაქტია, კონკურენტებისგან განსხვავებით, "ბარსას" წარმატებულ სეზონებს მხოლოდ შორეულ პერსპექტივაში თუ განვიხილავთ.


Facebook კომენტარები