1 წლის და 6 თვის წინ
ლაპორტა ფელიქსისა და კანსელუს საკითხს შეეხო
ლაპორტა ფელიქსისა და კანსელუს საკითხს შეეხო
ავტორი
Aa

"ჩვენ გვსურს, რომ ჟოაო ფელიქსიც და ჟოაო კანსელუც დარჩნენ, დეკუ ამაზე მუშაობს", - განაცხადა ლაპორტამ Barca ONE-თან საუბრისას.

"ფელიქსის თამაშის ხარისხი რაღაც შესანიშნავია, მე კმაყოფილი ვარ მისი სეზონით. ჰანსი ფლიკს ფელიქსი ჯერ კიდევ "ბაიერნში" მუშაობის დროს სურდა." - დასძინა პრეზიდენტმა 

სეზონის მეორე ნახევარში ფელიქსი მატჩებში მეტწილად სათადარიგო სკამიდან ერთვედობა, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ამას, "ბარსა" პორტუგალიელის ფასის გასაგდებად აკეთებდა.

შეგახსენებთ, რომ ფელიქსმა "ბლაუგრანას" რიგებში ჩატარებულ 44 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

რაც შეეხება კანსელუს, ამ უკანასკნელის რამდენიმე ჩავარდნილი მატჩის მიუხედავად, მისი სეზონი შეგვიძლია საკმაოდ დადებითად შევაფასოთ. ჩავის პრეტენზია პორტუგალიელის მიმართ ის იყო, რომ თითქოს ჟოაო ხანდახან არათანმიმდევრულობას იჩენდა. მიუხედავად ამისა, კლუბში მისი დატოვების დიდი სურვილი აქვთ.


Facebook კომენტარები