11 თვის წინ
სულ სხვა პედრი - ვის ადარებს ფლიკი ესპანელს
სულ სხვა პედრი - ვის ადარებს ფლიკი ესპანელს

ჰანსი ფლიკი პედრი გონსალესსა და რონალდ არაუხოს ხელშეუხებელ ფეხბურთელებად განიხილავს, - იუწყება Mundo Deportivo.

წყაროს თანახმად, გერმანელი სპეციალისტი "ბარსელონას" ნახევარმცველს თავისი როლით "ბაიერნის" ვარსკვლავს, ჯამალ მუსიალას ადარებს.

ფლიკის 4:2:3:1 სისტემაში პედრი ცენტრალური თავდამსხმელის უკან ითამაშებს. 

თუ გერმანიის ნაკრებით ვიხელმძღვანელებთ, რომელსაც ასევე ჰანსი ედგა სათავეში, 2 საყრდენის პოზიციაზე იქ ილქაი გიუნდაგანი და იოზუა კიმიხი იდგნენ. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რატომ ითხოვს 59 წლის მწვრთნელი "ბაიერნის" ვარსკვლავის მიყვანას.

როგორც ირკვევა, ფლიკი კლუბის ხელმძღვანელობას შეჰპირდა, რომ მაქსიმუმს გააკეთებს, რათა იოზუა კატალონიაში წასვლაზე დაითანხმოს.

აქვე შეგახსენებთ, რომ კიმიხს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისში ეწურება.


Facebook კომენტარები