1 წლის და 6 თვის წინ
სრულიად ახალი სამიზნე - ფლიკისთვის ის იდეალური ნახევარმცველია
ავტორი
Aa
ჰანსი ფლიკი მიკელ მერინოს მისთვის ყველაზე სასურველ ნახევარმცველად მიიჩნევს, - იუწყება Sport.
"ბარსელონაში" ფიქრობენ, რომ "რეალ სოსიედადის" შუახაზელის პროფილი გერმანელი სპეციალისტის სათამაშო სტილს იდეალურად ერგება.
მერინოს "ჩური ურდინთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისში ეწურება, რაც წყალს კატალონიური გრანდის წისქვილზე ასხამს.
"ბლაუგრანას" სპორტულ დეპარტამენტს მერინო იმაზე მეტადაც კი მოსწონს, ვიდრე იოზუა კიმიხი.
მიკელი "ბაიერნის" ნახევარმცველზე იაფი დაჯდება. გარდა ამისა, იგი მაღალი პრესინგისას უფრო ეფექტურია.
თუ ფინანსური ფეარ პლეი "ლურჯ-ბროწეულისფერთ" ამის საშუალებას მისცემს, 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას ისინი უახლოეს კვირებში დაიწყებენ.
გასულ სეზონში ჩატარებულ 45 მატჩში ბასკური გუნდის ნახევარმცველმა 8 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
2 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი