Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონამ" შეადგინა იმ თავდამსხმელების ჩამონათვალი, რომლებიც კლუბმა შეიძლება რობერტ ლევანდოვსკის რეზერვისტად დაიმატოს, თუ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებს ვიტორ როკე დატოვებს.
ეს სია შემდეგნაირად გამოიყურება:
მარკ გიუ
პაუ ვიქტორი
ანსუ ფატი
მეისონ გრინვუდი
ბორხა მაიორალი
პირველი სამეული "ბლაუგრანას" საკუთრებაში იმყოფება. გიუს შანსი გასულ სეზონშიც ეძლეოდა და თავი 2 გოლით გამოიჩინა; 22 წლის ვიქტორი "ბარსელონა ატლეტიკის" ღირსებას იცავდა, 36 ჩატარებულ მატჩში კი 19 ბურთი შეაგდო. რაც შეეხება ფატის, მან წინა სეზონი იჯარის წესით "ბრაიტონში" გაატარა და პრესეზონზე კატალონიელთა რიგებს დაუბრუნდება, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ კლუბი შეინარჩუნებს, საკმაოდ დაბალია.
ბუნებრივია, "ბარსაში" ყველაზე ნაკლებად გრინვუდის ხილვას უნდა ველოდოთ, მისი წარსულიდან თუ სატრანსფერო ღირებულებიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, ინგლისელს "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ხშირად უკავშირებენ ხოლმე, "რეალის" აღზრდილ მაიორალზე კი ამას ვერ ვიტყვით.
ისე კი, SPORT-მა გვამცნო, რომ ჰანსი ფლიკმა როკეს გუნდში დარჩენას მწვანე შუქი აუნთო. მაშასადამე, ზაფხულში კლუბისგან კიდევ ერთი ცენტრფორვარდის შეძენას წესით არ უნდა ველოდოთ.