5 თვის და 2 კვირის წინ
ტერ-შტეგენი: "ნაგელსმანის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები"
ტერ-შტეგენი: "ნაგელსმანის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები"
ავტორი
Aa

მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა უკმაყოფილება გამოხატა იმ ფაქტზე, რომ იულიან ნაგელსმანმა გერმანიის ნაკრების ნომერ პირველ მეკარედ 2024 ევროზე მანუელ ნოიერი დაასახელა.

როგორც ჩანს, "ბარსელონას" კარის მცველს მოუწევს სამშობლოში გასამართ ევროპის ჩემპიონატს თვალი სათადარიგოთა სკამიდან ადევნოს. ტერ შტეგენმა განაცხადა, რომ მიუხედავად მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილების პარივისცემისა, ის მას არ ეთანხმება. 

ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა: "ეს არ არის სასიამოვნო სიტუაცია, მაგრამ მწვრთნელმა გადაწყვეტილება მიიღო და მე ამას მივიღებ, თუნდაც არ ვეთანხმებოდე მას." 

32 წლის ფეხბურთელმა ასევე სწრაფად განმარტა, რომ მისი ურთიერთობა ნოიერთან პროფესიონალური და პატივისცემით სავსეა. 

„ამ ყველაფერს მანუსთან არავითარი კავშირი არ აქვს, უბრალოდ ჩვენც, ორივენი ერთი პოზიციის წარმომადგენლები ვართ. პიროვნულ დონეზე, ამ ყველაფერს მასთან საერთო არაფერი აქვს. მე არასდროს ვუსურვებ მას რაიმე დაემართოს ან შეცდომა დაუშვას. მე ასეთი არ ვარ."


Facebook კომენტარები