1 წლის და 10 თვის წინ
ცნობილია: ფლიკის პოზიცია რაფინიასთან დაკავშირებით
ავტორი
Aa
ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, რაფინია "ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის სამომავლო გეგმებში შედის.
გერმანელი სპეციალისტი 27 წლის გარემარბს პოტენციურ საკვანძო ფეხბურთელად განიხილავს. მიუხედავად ამისა, რაფინიას მომავალი ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა, რადგან მისით ბევრი კლუბი ინტერესდება.
ბრაზილიელი შემტევს მრავალი მსურველი ჰყავს. იმ შემთხვევაში, თუ "ბარსას" ტრანსფერების დასაფინანსებლად რომელიმე ვარსკვლავის გაყიდვა მოუწევს, ეს წილად შეიძლება სწორედ რაფინიას ხვდეს.
ვიცით ის, რომ რაფინიამ უკვე გაისტუმრა უარით საუდის არაბული კლუბები.
"ლიდს იუნაიტედის" ყოფილ ფეხბურთელს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს.
გასულ სეზონში ბრაზილიელმა 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან 10 გოლი და 13 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
6 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი