1 წლის და 10 თვის წინ
კლუბს დუეტის აღდგენა უნდა - ვინ დაუმიზნა ლევანდოვსკის
ავტორი
Aa
"ლოს ანჯელეს გელექსის" სამიზნეში "ბარსელონას" ცენტრფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი ჰყავს ამოღებული, - იუწყება Diario AS.
კალიფორნიულ კლუბს სურს, რომ პოლონელი თავდამსხმელი თავის ყოფილ თანაგუნდელს, მარკო როისს შეუწყვილოს. "ელეი" პარალელურად "დორტმუნდის" ლეგენდის ტრანსფერზეც მუშაობს.
თუ მარკო თავისუფალი აგენტია და მისი გადაბირება "გელექსის" არ უნდა გაუჭირდეს, სხვა ვითარება გვაქვს ლევანდოვსკის შემთხვევაში.
35 წლის ვარსკვლავს "ბლაუგრანაში" უნდა დარჩენა. გარდა ამისა, იგი საკვანძო ფიგურა იქნება "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ახალი მესაჭის, ჰანსი ფლიკისთვისაც.
ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რობერტმა მომდევნო სეზონიც კატალონიაში უნდა დაიწყოს.
გასულ სეზონში ვეტერანი ცხრიანი 26 გოლითა და 9 ასისტით გამოირჩა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
6 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი