logo

არტური მზადაა, "იუვეს" შეთავაზება მოისმინოს

არტური მზადაა, "იუვეს" შეთავაზება მოისმინოს

ბოლო პერიოდში საფეხბურთო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა "ბარსელონასა" და "იუვენტუსის" სატრანსფერო ურთიერთობებია. 

გავრცელებული ცნობების თანახმად, კლუბები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ერთმანეთს სხვადასხვა ფეხბურთელებს სთავაზობენ, ვინაიდან სრული გამოსასყიდი თანხის გადახდის საშუალება არცერთს არ აქვს. 

ტურინელთა მთავარი სამიზნე არტურ მელოა, "ბლაუგრანასი" კი მატიას დე ლიგტი და მირალემ პიანიჩი. "იუვე" მხოლოდ ამ უკანაკნელის გაშვებას თანხმდება.

როგორც აქამდე იწერებოდა, არტური "ბარსას" დატოვებას არ განიხილავდა, რაც რამდენიმე ინტერვიუშიც დაადასტურა, თუმცა ესპანურმა და იტალიურმა გამოცემებმა აღნიშნულის საწინააღმდეგო ინფორმაცია გაავრცელეს.

როგორც Gazzetta dello Sport იტყობინება, ახლა ბრაზილიელი ნახევარმცველი უკვე მზადაა, "იუვენტუსის" შემოთავაზება განიხილოს. 

როგორც ჩანს, არტურმა გაანალიზა, რომ "ბარსელონა" მისი გაშვების წინააღმდეგი არაა და ტურინულ კარიერაზეც დაფიქრდა.


1 კვირის წინ
116 / 0
სესე გოგიაშვილი
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1030
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ