Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონაში" ფლორიან ვირცის ყიდვის იმედი აქვთ და როგორც ჩანს, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, გუნდი მას 2025 წლის ზაფხულში დაიმატებს.
კატალონიელებს სჯერათ, რომ ნახევარმცველი ამ ზაფხულს "ლევერკუზენში" დარჩება, თუმცა მომავალი სეზონის დასრულების შემდეგ ის ახალი გუნდს აირჩევს. გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსა" აპირებს, ვირცისთვის ბრძოლაში კონკურენცია მიუნხენის "ბაიერნს", "მანჩესტერ სიტისა" და მადრიდის "რეალს" გაუწიოს .
"ბლაუგრანაში" იმედოვნებენ, რომ მომავალ წელს საკმარისი ფინანსები დაუგრივდებათ, რათა 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ტრანსფერი განახორციელონ. ისინი გეგმავენ ეტაპობრივად გააუმჯობესონ ეკონომიკური მდგომარეობა და იმედი აქვთ, მომავალ სეზონში გერმანელი ნახევარმცველი მათ რიგებს შეუერთდება.
როგორც ცნობილია, დეკუ ვირცს თვალს ჯერ კიდევ 2020 წლიდან ადევნებს. კატალონიელთა სპორტული დირექტორი აღტაცებას ვერ მალავს პლეიმეიკერის მიმართ და მოუწოდებს მას "ბარსელონას" შეუერთდეს. აქვე გეტყვით, რომ 21 წლის ნახევარმცველი "ბარსას" ბავშვობის გულშემატკივარია, რაც კლუბის ხელმძღვანელობას იმედებს აძლევს.
ვირცმა 2023/24 წლების სეზონი ფენომენალურად დაასრულა და "ლევერკუზენის ბაიერთან" ერთად, ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოიგო. გარდა ამისა, ის გერმანიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.