logo

ბართომეუს გამარჯვება - ორი ტრანსფერი დახურულია

ბართომეუს გამარჯვება - ორი ტრანსფერი დახურულია

მადრიდული გამოცემა Marca იტყობინება, რომ "ბარსელონამ" ზაფხულისთვის უკვე ორი ტრანსფერი დახურა.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანაში" დარწმუნებულნი არიან, რომ მომდევნო სეზონიდან გუნდში ლაუტარო მარტინესი და მირალემ პიანიჩი იასპარეზებენ.

როგორც ჩანს, ბოსნიელ ნახევარმცველსაც და არგენტინელ თავდამსხმელსაც ძალიან უნდათ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურის მორგება და სხვა კლუბების შემოთავაზებებს არც კი განიხილავენ.

"ბარსასთვის" პრობლემა არც "იუვენტუსთან" და "ინტერთან" მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება უნდა იყოს.

ახლა კატალონიური გრანდის პრიორიტეტი დაცვის ხაზის გაძლიერება გახდება, რაზეც მათ მუშაობა უკვე დაიწყეს.


1 კვირის წინ
1521 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1030
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ