logo

"ბარსადან" წასვლაზე ვფიქრობდი" - მესი მძიმე პერიოდს იხსენებს

"ბარსადან" წასვლაზე ვფიქრობდი" - მესი მძიმე პერიოდს იხსენებს

ლიონელ მესი აგერ უკვე 18 წელია რაც "ბარსელონაში" ირიცხება და მას კლუბი ძალიან უყვარს.

მიუხედავად ამისა, ლეოს ცხოვრებაში იყო მომენტი, როცა იგი "ლურჯ-ბროწეულისფერების" დატოვებაზე ფიქრობდა.

ეს მან RAC1-თან ჩაწერილ ინტერვიუში თავადვე აღიარა.

"გადასახადების დამალვასთან დაკავშირებული ამბის დროს წასვლაზე ვფიქრობდი. მინდოდა არა მხოლოდ "ბარსა", არამედ ესპანეთი დამეტოვებინა.

მიმაჩნდა, რომ უსამართლოდ მექცეოდნენ და აქ დარჩენა აღარ მინდოდა. მიუხედავად ამისა, ოფიციალური შეთავაზება არასდროს მქონია, რადგან ყველამ იცოდა, რომ წასვლას არასდროს დავაპირებდი.

ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან რთული გამოდგა. ხალხმა არ იცის, თუ რა ხდებოდა მაშინ.

კიდევ კარგი, რომ შვილები მაშინ პატარები იყვნენ და არ ესმოდათ ეს ყოველივე." - თქვა მაშინ "ლა პულგამ".

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სამეფო სასამართლომ ლიონელს 21 თვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა იმ ბრალდებით, რომ მან და მამამისმა, ხორხე მესიმ 2007-2009 წლებში სახელმწიფოს 4.1 მილიონი ევრო დაუმალეს.


1 კვირის წინ
261 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1030
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ