Marca და Sport ერთდროულად იუწყებიან, რომ საუდის არაბული "ალ იტიჰადი" "ბარსელონას" ფრანგი მცველით, ჟიულ კუნდეთია დაინტერესებული.
მიუხედავად ამისა, მხარეებს შორის კონტაქტი არ შემდგარა. ბუნებრივია, არ დაწყებულა მოლაპარაკებებიც.
როგორც ჩანს, "ალ იტიჰადში" ფიქრობენ, რომ 25 წლის უკანახაზელი საუდის არაბეთის ჩემპიონატს იოლად მოერგება.
არაბულ კლუბს კუნდეს ორი თანამემამულე უკვე გადაბირებული ჰყავს. მათ ღირსებას ქარიმ ბენზემა და ნგოლო კანტე იცავენ. კანტე და კუნდე უახლოეს მომავალში ევროპის ჩემპიონატზეც ერთად გამოვლენ, ამიტომ ძნელი სავარაუდო არაა, რომ "ალ იტიჰადის" იმედები მათ ურთიერთობაზეც იქნება დამოკიდებული.
თუმცაღა, რა თქმა უნდა, პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ ჟიულმა ახლა ევროპიდან წასვლა მოინდომოს.
გასულ სეზონში კუნდემ 48 მატჩში ითამაშა. მან თავი 2 გოლსა და 4 საგოლე გადაცემას მოუყარა.