logo

ვინ მოიგებს ლა ლიგას - სტატისტიკური ანალიზის შედეგი ცნობილოა

ვინ მოიგებს ლა ლიგას - სტატისტიკური ანალიზის შედეგი ცნობილოა

ცნობილმა ვებსაიტბმა FiveThirtyEight-მა, რომელიც სპორტულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სტატისტიკებზე დამყარებულ პროგნოზებს აკეთებს ხოლმე, ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონის გათამაშების ჩემპიონი იწინასწარმეტყველა.

ამ ვებ-გვერდს მიაჩნია, რომ ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული "ბარსელონა" გახდება, რომელიც კამპანიის ბოლოს 82 ქულას მოაგროვებს.

საინტერესოა, რომ მეორეადგილოსან მადრიდის "რეალს" კატალონიელები მხოლოდ 2 ქულით გაასწრებენ.

აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვისაც გუნდებს შორის სხვაობა ორად ორი ქულაა. როგორც ჩანს, "ბარსა" ამ უპირატესობას ბოლომდე შეინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ლურჯ-ბროწეულისფერების" ანგარიშზე 58, ხოლო "თეთრების" გრაფაში - 56 ქულაა. ლა ლიგაში კიდევ 11 ტურია სათამაშო და ის 19 ივნისს განახლდება.

ცნობისთვის, კომპანიამ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ამა წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს, გამარჯვება დონალდ ტრამპს უწინასწარმეტყველა.


1 კვირის წინ
318 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1030
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ