logo

კიკეს სიურპრიზი - სეტიენი ახალ იარაღს ხვეწს

კიკეს სიურპრიზი - სეტიენი ახალ იარაღს ხვეწს

როგორც მოგეხსენებათ, გასული ორშაბათიდან "ბარსელონას" ფეხბურთელებს მიეცათ უფლება, რომ ათ კაციან ჯგუფებად ივარჯიშონ.

Mundo Deportivo კი იტყობინება, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცი, კიკე სეტიენი ამით სრულყოფილად სარგებლობას აპირებს.

წყაროს თანახმად, გამოცდილ სპეციალისტს სურს, რომ მოთამაშეებთან ერთად ახალი ტაქტიკა დახვეწოს.

სეტიენის ახალი ტაქტიკა შეტევების მოედნის სიღრმიდან დაწყებას გულისხმობს. მასში აქტიურად იქნება ჩართული მეკარეც. კიკე აპირებს, რომ თავდასხმისა და დაცვის ხაზს ერთმანეთის გადაზღვევა დაავალოს.

ამ ყოველივეს მთავარი მიზანი კატალონიელთა თამაშის აჩქარებაა. "ბარსას" ბოლო პერფომანსებმა ცხადყო, რომ გუნდს ახლა ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

1 კვირის წინ
472 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1030
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ