7 თვის და 3 კვირის წინ
ვისი მაისურები იყიდება "ბარსას" მაღაზიებში ყველაზე ხშირად - TOP 3
ავტორი
Aa
სოციალურ ქსელ X-ის ცნობილი გვერდი, Memorabilia 1899 გვაწვდის ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რომელი სამი ფეხბურთელის მაისურები იყიდებოდა ყველაზე აქტიურად "ბარსელონას" ოფიციალურ მაღაზიებში მაისის თვეში.
TOP 3 შემდეგნაირად გამოიყურება:
1. ლამინ იამალი
2. რობერტ ლევანდოვსკი
3. პაუ კუბარსი
როგორც ხედავთ, სამეულში ორი არასრულწლოვანია. 16 წლის იამალმა და 17 წლის კუბარსიმ "ბლაუგრანას" გულშემატკივრებს თავი იმდენად სწრაფად შეაყვარეს, რომ მათი მაისურები საკმაოდ დიდი სისწრაფით იყიდება.
რაც შეეხება ლევანდოვსკის, იგი სტატუსით "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი ვარსკვლავია. შესაბამისად, მისი აქ ყოფნა არ უნდა გაგვიკვირდეს.
Facebook კომენტარები