7 თვის და 1 კვირის წინ
ფეხბურთელის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ - ბოლო სიტყვა ფლიკზეა
ფეხბურთელის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ - ბოლო სიტყვა ფლიკზეა

"ბარსელონას" ესპანელი ცენტრალური მცველის, ინიგო მარტინესის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, ფერნანდო პოლო.

როგორც იცით, 2023 წლის ზაფხულში დამატებულმა უკანახაზელმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ფინანსურ ფეარ პლეისთან დაკავშირებული პრობლემებიდან გამომდინარე, "ბლაუგრანამ" ის ლა ლიგაში მხოლოდ ერთი სეზონით დაარეგისტრირა. მაშასადამე, ბასკის რეგისტრაცია კლუბს კიდევ ერთხელ დასჭირდება.

იქიდან გამომდინარე, რომ შემადგენლობაში საკმაოდ ბევრი ცენტრალური მცველი დაგროვდა, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობის ზოგიერთი წევრი მარტინესთან დამშვიდობებასაც განიხილავს.

ინიგო ჩავი ერნანდესის სრული ნდობით სარგებლობდა. მთავარი მწვრთნელის შეცვლამ მის მომავალზეც შეიძლება იქონიოს გავლენა, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ჰანსი ფლიკი მიიღებს.

თავად გამოცდილ მცველს "ბარსას" დატოვება არ უნდა. იმ შემთხვევაში, თუ მას ვერ დაარეგისტრირებენ, მარტინესს მაინც ექნება უფლება, რომ კონტრაქტის მეორე წლით გათვალისწინებული ხელფასი მიიღოს.

33 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში 25 მატჩში ითამაშა და თავი საგოლე მოქმედებით ვერ გამოიჩინა.


Facebook კომენტარები