logo

ვისი დათმობა მოუწევთ "ბარსასა" და "იუვეს" - ახალი დეტალები

ვისი დათმობა მოუწევთ "ბარსასა" და "იუვეს" - ახალი დეტალები

"ბარსელონასა" და "იუვნეუტსს" ბოლო პერიოდში ერთმანეთთან ძალიან ხშირად აკავშირებენ. გუნდებს შორის მოსახდენ სხვადასხვა ტრანსფერებზე აქტიურად იწერება.

სავარაუდოა, რომ რაღაც შეთანხმება მართლაც შედგება.

Mundo Deportivo-მ ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი ცნობები მოგვაწოდა. წყაროს თანახმად, "ბარსას" ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტი მსურველი ნელსონ სემედუს ჰყავს და მისი გაშვება კატალონიელებსაც სურთ. ასე რომ, მისი ტრანსფერში ჩართვა პრობლემა არ იქნება. თუმცა სანაცვლოდ "ბლაუგრანამაც" ხელსაყრელი შეთავაზება უნდა მიიღოს. "იუვეს" შემთხვევაში, ეს მირალემ პიანიჩის დათმობა იქნება.

საინტერესოა, დათანხმდებიან თუ არა გუნდები ამ შეთავაზებებს. როგორც ცნობილია, "ბიანკონერის" არტურ მელო სურს, თუმცა გუნდი უარს არც სემედუზე იტყვის. ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გველოდება.


1 კვირის წინ
306 / 0
სესე გოგიაშვილი
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1030
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ