1 წლის და 5 თვის წინ
ალენია: "რეალს" უარს არასდროს ვეტყოდი"
ავტორი
Aa
"ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი, კარლეს ალენია, რომელიც ახლა "ხეტაფეში" ასპარეზობს, პოდკასტ Vamos Show-ს სტუმარი გახლდათ.
26 წლის შუახაზელმა პოდკასტზე სტუმრობისას განაცხადა, რომ მიუხედავად თავისი კატალონიური წარსულისა, მადრიდის "რეალში" თამაშზე უარს არ იტყოდა.
"ხალხი ყოველთვის ერთსა და იმავეს მეკითხება. იცით, რომ კულე ვარ და მთელი ცხოვრების განმავლობაში ასე იქნება, მაგრამ აქ საქმე სულ სხვა რამეშია.
"რეალი" დიდი კლუბი გახლავთ. მათ უარს არასდროს ვეტყოდი, რადგან დიდ კლუბში თამაში მინდა," - თქვა კარლესმა.
ალენია "ლა მასიას" აღზრდილია. "ხეტაფეს" მან 2021 წელს, 5 მილიონი ევროს ფასად მიაშურ.
აქვე გეტყვით, რომ "ბარსას" პირველ გუნდში ჩატარებულ 44 მატჩში კარლესი 3 გოლით გამოირჩა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 კვირის და 6 დღის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 თვის და 2 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი