5 თვის და 2 კვირის წინ
"ბარსას" ახალი სამიზნე - მისი კანდიდატურა ფლიკმა წამოაყენა
"ბარსას" ახალი სამიზნე - მისი კანდიდატურა ფლიკმა წამოაყენა

ჰანსი ფლიკს გერმანული "შტუტგარტის" 23 წლის ნახევარმცველი, ანჯელო სტილერი მოსწონს, - იუწყება SPORT-ის ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი.

როგორც მოგეხსენებათ, "ბლაუგრანა" შუახაზელის ძებნაშია გართული. შედარებით ხელმისაწვდომ ვარიანტებში ბოლოს "რეალ სოსიედადის" ფეხბურთელის, მიკელ მერინოს გვარმა გაიჟღერა, სტილერი კი თავად ფლიკის წამოყენებული კანდიდატურა ყოფილა.

სტილერი "ბაიერნის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდშიც უთამაშია, ამიტომ ჰანსის მასთან შეხება ჰქონია. 

გერმანელ ფეხბურთელს ფლიკისა და "ბარსას" სპორტული დირექტორის, დეკუს მომდევნო შეხვედრაზე აუცილებლად განიხილავენ. ანჯელოს ფასი 25 მილიონი ევროდან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ სტილერის აგენტი პინი ზაჰავი გახლავთ, რომელსაც "ბარსელონას" ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ზაჰავი წარმოადგენს თავად ჰანსი ფლიკსაც.

ანჯელომ უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ "შტუტგარტმა" ბუნდესლიგის გასული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა. 36 მატჩში გერმანელის მონაგარი 1 გოლი და 6 ასისტი იყო.


Facebook კომენტარები