6 თვის წინ
"ბარსელონას" ზაფხულის პირველი ტრანსფერი ჩაიშალა
"ბარსელონას" ზაფხულის პირველი ტრანსფერი ჩაიშალა
ავტორი
Aa

TyC Sports-ის ცნობით, "ბარსელონასა" და გვიდო როდრიგეს შორის დადებული ხელშეკრულება  ჩაიშალა. 

კლუბს არგენტინელთან წინასწარი შეთანხმება ჰქონდა, რომელსაც ვადა ამ თვეში ამოეწურა. ფეხბურთელი ახლა თავისუფალია აირჩიოს შემდეგი კლუბი. "ბეტისი" კი, როგორც ჩანს, მისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს. 

როგორც ირკვევა, "ბარსამ" უარი თქვა საყრდენის დამატებაზე ფინანსური Fair Play-ს წესებისა და ჰანსი ფლიკის მოთხოვნების გამო, რადგან გვიდო, როგორც ამბობენ, ჩავის პირადი მოთხოვნა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ახალ მთავარ მწვრთნელს სურს, რომ კლუბმა მის ნაცვლად მიკელ მერინო შეიძინოს. 

აქვე გეტყვით, რომ გვიდო როდრიგესი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში "ბეტისის" მთავარი მოთამაშეა. ის ასევე ერთ-ერთია სკალონის არგენტინის ნაკრების შემადგენლობიდან, რომელმაც 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მან ხსენებულ ჩემპიონატზე მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა.


Facebook კომენტარები