"ბარსელონა" ლევერკუზენის "ბაიერს" ჯერემი ფრიმპონგის თაობაზე დაუკავშირდა, - იუწყება SPORT.
წყაროს თანახმად, ნიდერლანდელი ფლანგელის კანდიდატურა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა წამოაყენა. 23 წლის მოთამაშე გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მიიღებს.
როგორც ჩანს, "ფარმაცევტები" იმისთვისაც არიან მზად, რომ ფრიმპონგის სანაცვლოდ არა მარტო თანხა, არამედ რომელიმე ფეხბურთელიც მიიღონ.
საინტერესოა, რომ რამდენიმე დღის წინ, "ბაიერიდან" "ბლაუგრანას" ანსუ ფატის თაობაზე დაუკავშირდნენ. შეთავაზება ხელმისაწვდომ იჯარას ან 10-15 მილიონი ევროს ღირებულების ტრანსფერს გულისხმობდა.
"ბარსელონელთა" რწმენით, ანსუ ამ წინადადებას არ დასთანხმდება, რადგან მას პრესეზონის კატალონიურ გრანდში გავლა უნდა.
გასულ სეზონში ჩატარებულ 47 მატჩში ჯერემიმ 14 გოლი და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა. "ლევერკუზენთან" კონტრაქტი მას 2028 წლის ივლისამდე აკავშირებს.