logo

"ლეო მესი გარდაიცვალა" - Fox Sports-ის შოკისმომგვრელი შეცდომა

"ლეო მესი გარდაიცვალა" - Fox Sports-ის შოკისმომგვრელი შეცდომა

"უნდა გაცნობოთ სამწუხარო ამბავი, რომ ლეო მესის ვარჯიშის დროს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა." - ვკითხულობთ Fox Sports-ის ლათინოამერიკული განყოფილების ტვიტში, რომელიც პოპულარულმა გამოცემამ 2012 წლის 29 მაისს განათავსა თავის გვერდზე.

ჰეშთეგმა #RIP Messi-მ კი რომელიც ამ სტატუსს თან ერთვოდა, მსოფლიო შოკში ჩააგდო.

ტვიტი დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში წაიშალა, თუმცა მისი ნახვა ძალიან ბევრმა ადამიანმა მოასწრო.

მოგვიანებით Fox Sports-ის ადმინისტრაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც გაირკვა, რომ მათი გვერდი ჰაკერებმა გატეხეს და ამან განაპირობა ეს ყოველივეც.

საინტერესოა, რომ ხმაურიანი პოსტიდან რამდენიმე საათის შემდეგ "ბარსელონას" ათიანმა ესპანეთის თასის ფინალი ითამაშა "ბილბაოს" ატლეტიკის წინააღმდეგ.

ლეომ დუბლი შეასრულა, სეზონში თავისი 73-ე ბურთი გაიტანა და ყველას აჩვენა, რომ ნამდვილად ცოცხალი გახლდათ.


1 კვირის წინ
727 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1060
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ