logo

"წასვლა არ გვინდა" - "ბარსას" სასოწარკვეთილი ექვსეული

"წასვლა არ გვინდა" - "ბარსას" სასოწარკვეთილი ექვსეული

"ბარსელონა" რომ მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე ხმაურიან გარიგებებში იქნება ჩართული, ეს დღევანდელი გადმოსახედიდანაც ჩანს.

"ლურჯ-ბროწეულისფერებს" უამრავ მოთამაშეს უკავშირებენ. იწერება ისიც, რომ "ბლაუგრანა" სამიზნეების დასამატებლად თავიანთ ფეხბურთელებთან გამომშვიდობებაზეც არის წამსვლელი.

ახლა კი Mundo Deportivo იტყობინება, რომ "ბარსას" მიერ გაწირულთ "კამპ ნოუს" დატოვება არ უნდათ.

ივან რაკიტიჩმა, არტურ მელომ და არტურო ვიდალმა საჯარო ინტერვიუებში განაცხადეს, რომ კატალონიიდან აბარგების არანაირი სურვილი გააჩნიათ.

ხოლო თუ MD-ს დავუჯერებთ, პირად საუბრებში ეს პოზიცია სამუელ უმტიტიმ, ხუნიორ ფირპომ და ნეტომაც დააფიქსირეს.

ასეა თუ ისე, წინ ცხელი ზაფხული გველის, რომელიც ბევრ მოთამაშეს გულს ატკენს, ბევრსაც კი ბედნიერს დატოვებს.

1 კვირის წინ
381 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1060
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ