1 წლის და 10 თვის წინ
უეფა კომპენსაციას იხდის - რა თანხას მიიღებს "ბარსელონა"
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ნიდერლანდების ნაკრებმა გუშინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფრენკი დე იონგი მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს.
27 წლის ნახევარმცველი "ნარინჯისფერთა" შეკრებაზე 5 დღის განმავლობაში, იმ იმედით იმყოფებოდა, რომ ევრო 2024-სთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებდა, თუმცა ეს არ გამოვიდა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, თითოეული დღის საკომპენსაციოდ, რომელიც დე იონგმა შეკრებაზე გაატარა, უეფა "ბარსას" 10 000 ევროს გადაუხდის.
ვინაიდან ფრენკიმ შეკრებაზე 5 დღე გაატარა, კომპენსაციის ჯამური თანხაც 50 ათასი ევრო იქნება.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელმა ტრავმა მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო.
დე იონგი უკვე დაბრუნდა ბარსელონაში დაზიანების სარეაბილიტაციო პერიოდსაც იქ გაივლის.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
7 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი