logo

ვინისიუსი: "ბარსელონაზე" უკეთესი გუნდი ვიყავით

ვინისიუსი: "ბარსელონაზე" უკეთესი გუნდი ვიყავით

მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა შემტევმა, ვინისიუს ჟუნიორმა Marca-სთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

ახალგაზრდა გარემარბს 2019/20 წლების სეზონში ჩატარებული "ელ კლასიკოების" შეფასებაც სთხოვეს.

"ვიყავით თუ არა "ბარსაზე" უკეთესი გუნდი ჩვენს ბოლო ორ დაპირისპირებაში? მატჩებს თავიდან ვუყურე და დიახ, სწორედ ასე ვფიქრობ. მათ ბევრ ასპექტში ვაჯობეთ. აქამდე ძალიან კარგი შეხვედრები ჩავატარეთ და ფორმა მალე უნდა აღვიდგინოთ." - განაცხადა ვინიუსმა. 

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "ბლანკოსს" შორის "კამპ ნოუზე" გამართული ჯახი ნულოვანი ფრით დასრულდა, ხოლო "ბერნაბეუზე" მასპინძლებმა იძალეს - 2:0. სხვათაშორის, გადამწყვეტი გოლი იქ სწორედ ბრაზილიელმა შეაგდო.

1 კვირის წინ
266 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1060
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ